შვილის დასახმარებლად დედამ გამოცდის ჩაბარება მის ნაცვლად მოინდომა

შვილის დასახმარებლად დედამ გამოცდის ჩაბარება მის ნაცვლად მოინდომა

პარიზის პოლიციამ საგამოცდო აუდიტორიაში 52 წლის ქალი დააკავა, რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად ქალიშვილის ნაცვლად მივიდა. კეროლაინ დ-მ თავი საკუთარ ქალიშვილად გაასაღა. მას თხელი მაისური, კედები და ვიწრო, დაბალწელიანი ჯინსის შარვალი ეცვა, რათა თინეიჯერული იერი ჰქონოდა. ნაოჭების დასაფარად კი მაკიაჟის რამდენიმე ფენა ჰქონდა გაკეთებული.

პროცედურის მიხედვით, იმისათვის, რომ შემაჯამებელ გამოცდაზე გავიდნენ, ფრანგული საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თავდაპირველად უნივერსიტეტში შეაქვთ განაცხადი და შემდეგ მას საგამოცდო კომისიასთან წარადგენენ. 52 წლის "სტუდენტს" ასეთი განაცხადი არ აღმოაჩნდა, თუმცა ის აუდიტორიაში მაინც შევიდა.

სამწუხაროდ, გამოცდას იბარებდა მასწავლებელი, რომელიც კეროლაინის 19 წლის ქალიშვილს ადრეც შეხვედრია. მან ამოიცნო თვითმარქვია და ის პოლიციასთან დაასმინა. იმისათვის, რომ გამოცდა არ ჩაშლილიყო, კეროლაინი დარბაზიდან პოლიციისა და ადმინისტრაციის დახმარებით მხოლოდ 2 საათის შემდეგ გააძევეს. 

მზრუნველ დედას ბრალი თაღლითობაში დასდეს. დედის ინციდენტით, პრობლემა კეროლაინის ქალიშვილსაც შეექმნა. შესაძლოა მას შემდეგი 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ გამოცდაზე დაშვება აეკრძალოს.

მომზადებულია fedpost.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს