Facebook-ის თანამშრომლები ჩივიან: ბევრი საჭმელი და ცოტა თათბირი

Facebook-ის თანამშრომლები ჩივიან: ბევრი საჭმელი და ცოტა თათბირი

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის, Facebook-ის თანამშრომლები თვლიან, რომ გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. მათ აღიზიანებთ უფასო კვება, სოციალური ქსელის დამაარსებლის, მარკ ციკერბერგის თანამშრომლებისადმი ზედმეტი ნდობა და თავისუფლება, რომელსაც მათ ანიჭებენ.

საჩივრები მათ სერვის Quora-ზე გამოთქვეს, სადაც მომხმარებლები კითხვებს უსვამდნენ და სხვადასხვა თემებზე ესაუბრებოდნენ. კითხვა ასე ჟღერდა "ყველაზე ცუდი რამ, რასაც Facebook-ში მუშაობისას აწყდებით."

ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა კითხვა, რომელიც საჭმელს უკავშირდებოდა. "ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამდენი საჭმლისთვის მხოლოდ ერთი კუჭი მაქვს",- დაწერა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა ჟინაო იანმა, რომელიც კომპანიაში სტაჟირებას გადის.

ინჟინერმა ფილიპ სუმ საკუთარ ბლოგში ნაკლოვანებების ნუსხაში ასევე საკვები აღნიშნა: "ტიტულოვანი მზარეულების მომზადებული საუზმე, სადილი და ვახშამი უფასოდ და ზედმეტი მრავალფეროვნება: სალათები, მსუბუქი საუზმე, დესერტი, საჭმელი ვეგეტარიანელებისთვის, ორგანული პროდუქტები, მწვადი, ნაყინი, ახლად დაწურული წვენი. ჩემთვის, როგორც უკონტროლო ადამიანისთვის, ეს კატასტროფაა",- დაწერა სუმ.

როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლებს არ მოსწონთ, რომ სამსახურში ქცევის წესები არ არსებობს. "ყველას ურჩევენ იყვნენ ისინი, რაც არიან", - დაწერა მომხმარებელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. "ბევრისთვის სამსახური პირად ცხოვრებასა და პროფესიული ჩვევებს შორის კედელია. მაგრამ აქ არაფერი ასეთი არ არის, რაც ხანდახან უხერხულ სიტუაციებს ქმნის", - განაცხადა ანონიმმა.

ყველაზე პოპულარულ გართობთა რიცხვში მან თამაში "ლიტრბოლი" დაასახელა, რომლის მსვლელობისას მონაწილეები ლუდის სმაში ეჯიბრებიან.

თანამშრომლების არაფორმალური შეხვედრებისგან განსხვავებით, საქმიანი შეხვედრები ძალიან იშვიათია, დაიჩივლა ფილიპ სუმ. მისი თქმით, მას უხერხულობას უქმნის ისიც, რომ მარკ ცუკერბერგი სამუშაოში ზედმეტად აქტიურად ერთვება.

"მას ანალიტიკოსებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ინვერსტორებთან და არა პერსონალთან",-თვლის Facebook-ის თანამშრომელი.

მისი აზრით, არასწორია ისიც, რომ ნებისმიერ თანამშრომელს უფროსობასთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. "არავის არ ესმის კომპანიაში, რა არის იერარქია. მინახავს, თუ როგორ იღებს ინჟინერი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, სტაჟიორიც კი",- გაღიზიანებულია სუ.

არსებობს უფრო სერიოზული პრეტენზიებიც. ინჟინერმა კეიტ ადამსმა, რომელიც კომპანიაში 2 წელი მუშაობდა, Facebook-ში გატარებულ დროს "კოშმარული" უწოდა. მისი თქმით, წელიწადში დაახლოებით ექვსი კვირა, არა მხოლოდ დღე, არამედ ღამე მუშაობა უწევდა.

"გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე პასუხისმგებლობა გაწევს. თუ ქსელში დარღვევა ხდება და არ იტვირთება, შეიძლება დილის სამ საათზე დაგირეკონ და ყველაფერი უნდა შეაკეთო",- დაწერა ადამსმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს