სანდრა რულოვსმა ნატოს დელეგაციის ქალბატონებს უმასპინძლა

სანდრა რულოვსმა ნატოს დელეგაციის ქალბატონებს უმასპინძლა

საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა ბრიუსელიდან ჩამოსულ ნატოს დელეგაციის წევრ ქალბატონებს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სანდრა "ფესიბქუსის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

დელეგაციის ჯგუფი 20 ქალბატონისგან შედგება, მათ შორის არიან ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მეუღლე ანა-მეთ რასმუსენი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნის ელჩების მეუღლეები.

დელეგაციის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე სტუმრებისთვის პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა.

"გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში ბრიუსელიდან ჩამოსულ ნატოს დელეგაციის წევრ ოც ქალბატონს ვუმასპინძლე. ამ ფოტოზე ნატოს გენერალური მდივნის მეუღლე - ანა-მეთ რასმუსენთან ერთად ვარ", - წერს პირველი ლედი.

ნატოს დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს