2 წლის ბავშვი 3 ენაზე საუბრობს

2 წლის ბავშვი 3 ენაზე საუბრობს

როდესაც მისი ასაკის ბავშვები სიარულს სწავლობენ, 2 წლის ბრიტანელი ადამ კირბი იაპონურს, ესპანურსა და ფრანგულ ენებს ეუფლება.

ლონდონში მცხოვრები ადამი British Mensa-ს (უმაღლესი IQ-ს წარმომადგენელთა ასოციაცია) ყველაზე პატარა წევრია. პატარამ IQ-ს ტესტი ჩააბარა და მისი მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს გავლენიანი ლიდერების, ბარაკ ობამასი და დევიდ კემერონის. როგორც ასოციაციაში ამბობენ, ბავშვის შედეგი 141, 10 ქულაა - სულ რაღაც 4 ქულა დააკლდა იმისთვის, რომ გინესის რეკორდების წიგნში შესულიყო.

როგორც ადამის დედა, კერი ამბობს, ბავშვი 20 თვის იყო, როდესაც 100 სიტყვა იცოდა, ადვილად დაიმახსოვრა გამრავლების ტაბულა და რუკაზე ქვეყნების მოძიება არ უჭირდა.

ადამი 7 წლის ბავშვების ლიტერატურას კითხულობს, ინგლისურად - 1000-მდე, ესპანურად და იაპონურად - 20-მდე, ხოლო ფრანგულად 10-მდე ითვლის, კომპიუტერში პატარა ტექსტებს ბეჭდავს, იცის წელიწადის თვეები და დღეები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს