ნატოს დელეგაციის ქალბატონები ეკატერინე ხვედელიძემ მიიღო

ნატოს დელეგაციის ქალბატონები ეკატერინე ხვედელიძემ მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ დღეს დილით პრემიერის რეზიდენციაში ნატოს დელეგაციის წევრ ქალბატონებს უმასპინძლა. მიღების ამსახველი ფოტოები ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დელეგაციის ჯგუფი 20 ქალბატონისგან შედგება, მათ შორის არიან ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მეუღლე ანა-მეთ რასმუსენი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნის ელჩების მეუღლეები.

მიღების ფარგლებში პრემიერის მეუღლემ სტუმრებს რეზიდენცია და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინა, მოგვიანებით კი მათთვის საზეიმო საუზმე მოაწყო.

ნატოს დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს