პრემიები აბაშის გამგეობაში დანიშვნიდან რამდენიმე დღეში აიღეს

პრემიები აბაშის გამგეობაში დანიშვნიდან რამდენიმე დღეში აიღეს

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2013 წელს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობის პირებზე პრემიის სახით ჯამში 61 051 ლარი გაიცა. ხოლო გამგეობის სხვა თანამშრომლებმა 1 იანვრიდან 1 აპრილამდე 98 949 ლარი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ გამგეობის მაღალჩინოსნებმა პრემია მაშინ აიღეს, როცა  მათი თანამდებობებზე ოფიციალურად დანიშვნიდან ერთი თვეც არ იყო გასული.

მიმდინარე წლის მარტში აბაშის გამგებელმა გოჩა ჭანტურიამ პრემია 2 650 ლარის ოდენობით აიღო. გამგებლის მოადგილეებზე, მაია ბესელიაზე, გიორგი სიმონიასა და ზურაბ ლომიაზე ამავე თვეში 1 300 - 1 300 ლარი გაიცა. ამავე რაოდენობის პრემია მიიღეს, იანვარსა და მარტში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსებმა. გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელ პირებს კი 1 000-1 000 ლარი ერგოთ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა