გურული მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები

გურული მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები

გურიაში, სამივე მუნიციპალიტეტს მეტ-ნაკლებად შეძლებული გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ლანჩხუთის გამგებელი, ზაზა ურუშაძე სასურველი და მდიდარი სასიძოა. როგორც თავად ამბობს, ბოლო შვიდი წელი ბიზნესმენი იყო და მის ანგარიშზე მარტის თვის მდგომარეობით, "თიბისი ბანკში" ანაბარი 25000.00 დოლარი, "ლიბერთი ბანკში" სახელფასო 1500.00 ლარი, "ვითიბი ბანკში" ანაბარი 1000.00 დოლარი ირიცხებოდა. ურუშაძეს საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიღმის მასივში და ლანჩხუთი, სოფ.გრიგოლეთში აქვს.

ოზურგეთის გამგებლის, კოტე შარაშენიძის ქონებრივ დეკლარაციაში სამი მანქანა და დედამისის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლია მითითებული. გასულ წელს მისი მეუღლეს, რუსუდან მდინარაძეს კონკრეტული სამუშაოს შესრულებით 3000.00 ლარი, თავად გამგებლის პოსტზე კი 2022.86 ლარი აქვს მიღებული. "ოჯახს სჭირდებოდა და ვიყიდეთ. ერთი მანქანა ჩემს მეგობარს ჰყავს, მეორე - მე და მესამე კიდევ ერთ ჩემს მეგობარს მივეცი. ვშრომობ, ვწვალობ, ვმუშაობ და გვქონდა საშუალება", - განმარტავს კოტე შარაშენიძე. 

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა