ოქროთი და ალმასით მორთული მობილურები

ოქროთი და ალმასით მორთული მობილურები

შვეიცარიულმა კომპანია Savelli-მ მობილური ტელეფონების კოლექცია შექმნა, რომელიც ქალებისთვის მდიდრულ აქსესუარად იქცა.

კოლექციაში მხოლოდ 11 სმარტფონია და მათი ღირებულება 5, 868-დან 6, 378 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს. სმარტფონები ოქროთი და ალმასებითაა მორთული. ყველაზე ძვირადღირებულია 76 543 გირვანქა სტერლინგად შეფასებული მობილური - "შავი შეშლილი" (Black Insane). მობილური ბრილიანტებითაა მორთული.

"ახალი კოლექცია ძველი მობილური ტელეფონებისგან ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. დიზაინერებს დავავალეთ, შეექმნათ ქალური, მომხიბვლელი და თანამედროვე სტილის მობილურები", - ამბობს კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს