იტალიაში მაფიისგან თავისუფალი დაწესებულებების გზამკვლევი გამოუშვეს

იტალიაში მაფიისგან თავისუფალი დაწესებულებების გზამკვლევი გამოუშვეს

იტალიის რეკეტის საწინააღმდეგო ფედერაციამ (Federazione Antiracket Italiana, FAI) გზამკვლევი "გადაუხადე მათ, ვინც არ იხდის" შეადგინა. ბროშურაში 1000-ზე მეტი სასტუმრო, რესტორანი, ბარი და მაღაზიაა ჩამოთვლილი, რომელთაც რეკეტიორებისთვის ფულის გადახდაზე უარი თქვეს.

გამოცემაში საუბარი ეხება ისეთ რეგიონებს, როგორიცაა - სიცილია, კამპანია, კალაბრია და აპულია.

წიგნის წინასიტყვაობაში FAI-ს პრეზიდენტი ტანო გრასო წერს, რომ საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდისას აუცილებელია მომხმარებელს ახსოვდეს, რომ იმ მაღაზიაში ვაჭრობისას, რომელიც რეკეტიორებს ფულს უხდის, დანაშაულის უნებლიე თანამონაწილე ხდება.  

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს