ბოლო რამდენიმე დღეა, ქუთაისის მერიის წინ მდებარე ცენტრალურ ბაღში, მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ყოველდღიურ შეკრებებს აწყობენ და ყოველ საღამოს, ახალ მერსა თუ მის უახლოეს გარემოცვას ხმამაღალი შეძახილებით აცილებენ.
ეს თავყრილობები შეუმჩნეველი არც მერიაშიც დარჩენიათ. "ღამის სამ საათამდე სხედან ბაღში, ხმამაღლა საუბრობენ და იგინებიან. მერიის წინ მდგომ ყველა ავტომობილს აკონტროლებენ და ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ. საინტერესოა ის ადამიანები, რომლებიც თანამდებობებზე ყოფნის დროსაც კი იშვიათად დადიოდნენ სამსახურში, ვის და რატომ დარაჯობენ ყოველ ღამე?" - ამბობს მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი.