"მის გეი 2013"-ის მონაწილეებმა ერთმანეთი თმებით ათრიეს

 "მის გეი 2013"-ის მონაწილეებმა ერთმანეთი თმებით ათრიეს

პერუში გამართული სილამაზის კონკურსის, "მის გეი 2013"-ის ორმა მონაწილემ ერთმანეთი თმით ათრია. გამარჯვებულის გვირგვინისთვის დაუნდობელი ორთაბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟიურიმ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ერთ-ერთმა ფინალისტმა კონკურსის შედეგი გააპროტესტა.

"მის გეი 2013"-ის ტიტულის მფლობელს მეორე ადგილის მფლობელი თმებში სწვდა და ძირს დააგდო. მას არც გვირგვინოსანი ჩამორჩა და ფინალისტებმა ერთმანეთი სასტიკად სცემეს. მათ გასაშველებლად ორგანიზატორებმა დაცვას მოუხმეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩხუბის წამომწყები დამნაშავე არ ყოფილა: ჟიური გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეცდა და გამარჯვებულის ტიტული არასწორად მიანიჭა ფინალისტს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს