რობოტების როკ-ბენდი

რობოტების როკ-ბენდი

რობოტების როკ-ბენდს - "Z Machinese"-ს უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

რობოტები ადამიანების მსგავსად გიტარაზე წარმატებით უკრავენ. მუსიკალური რობოტები ტოკიოს უნივერსიტეტის აიტის თანამშრომლებმა დიზაინერ ნაოფუმი იონეცუკას ხელმძღვანელობით შექმნეს. მათი თქმით, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ორიგინალური ხერხით სურდათ. რობოტებს როკ-მუსიკოსის კოსტუმები და ვარცხნილობა აქვთ - სცენაზე მათთან ერთად მომღერალი გოგონებიც გამოდიან.

რობოტების ბენდი ტოკიოს ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბებში უკრავს და ყველა საღამო სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

"რობოტებისა და ადამიანების ერთობლივ კონცერტს ყველა სიამოვნებით ესწრება", - ამბობს ნაოფუმი.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს