სალომე ზურაბიშვილი - ნაციონალების ნამოქმედარი არ ამართლებს იმას, რომ დღეს ისეთივე მეთოდები გამოიყენებოდეს

სალომე ზურაბიშვილი - ნაციონალების ნამოქმედარი არ ამართლებს იმას, რომ დღეს ისეთივე მეთოდები გამოიყენებოდეს

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფესიბუქის საკუთარ გვერდზე ჯეიმს აპატურაის გუშინდელ განცხადებას და მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავებების ფაქტებს ეხმაურება.

"აპატურაის გამოსვლა ცოტა დამამცირებლად მომეჩვენა: "დავითები" კარგად მუშაობენო, ორი პარლამენტის შენობა ცოტა უცნაურიაო.... ნუთუ ეს არის ნატოს გასარჩევი საკითხები? (თუ ბიუჯეტის ხარჯვის საკითხი აწუხებდათ, როცა დაიგეგმა ახალი პარლამენტი, მაშინ რაღაც არ მახსოვს შენიშვნები)... ის ხომ არ უნდა ადარდებდეს უფრო, რომ "კოჰაბიტაციის პირობებში" ყოფილი მმართველი გუნდი ახალ ხელისუფლებას უმალავს იარაღის სამალვების არსებობას, რომლებიც ვითომცდა ქვეყნის დასაცავად დაარსდა? ნატოს პრესპიკერთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს! როგორც დაისვამ თავზე ისე მოგექცევა და გელაპარაკება!

ფრანგული გამოთქმაა"comparaison n'est pas raison", ანუ შედარება არაფერს ამართლებსო.... ზუსტად ეს გვემართება: ნაცები თუ ადამიანურად არ იქცეოდნენ და უსამართლოდ აკავებდნენ, ბარბაროსულად აწამებდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს, არანაირად არ ამართლებს იმას, რომ დღევანდელ დღეს ისეთივე მეთოდები გამოყენებულ იქნას... ის ფაქტი, რომ გუშინ ნატოელები და სხვები ამ ბარბაროსულ მეთოდებს არ გმობდნენ არ ნიშნავს, რომ დღეს ყველა კრიტიკაზე უნდა ვიშვიშობდეთ და ვიძახდეთ "გუშინ ხო დუმდენ!"... ჩვენ ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ მართალნი და უდანაუშაულო, ჩვენ თავს უნდა ვცემდეთ პატივს და ამიტომ უნდა ვექცევოდეთ იმათ ისე, როგორც ისინი არ ექცეოდნენ სხვას! ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უნდა ვიცავდეთ სკრუპულოზურად სამართლას და მის ყველა წესებს და არა ვინმე სხვის გამო (თუნდაც რასმუსენის!) და ჩვენ თავის წინაშე უნდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენ არ დაგვიშავებია!... თუ არა და რაღას მოგვაქვს თავი ჩვენი ქრისტიანობით თუ კი ჩვენვე ჩვენ თავს წინა ხელისუფლებას ვადარებთ... ან უარესი... ვბაძავთ ან კიდევ მათი ნამოქმედარით ვამართლებთ ჩვენ დღევანდელ უმსგავსობას!", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: "მერიის მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი"

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა

თბილისის მერია დღეს დილით დაკავებულთა გვარებს ავრცელებს

ჯეიმს აპატურაი - პარლამენტში დავითები კარგ საქმეს აკეთებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს