უკრაინაში "ჭადრაკი სამისთვის" გამოიგონეს

უკრაინაში "ჭადრაკი სამისთვის" გამოიგონეს

უკრაინაში არასტანდარტული ჭადრაკი გამოიგონეს, სადაც 2 მოწინააღმდეგის ნაცვლად, სამი თამაშობს. როგორც მისი შემქნელები აცხადებენ, "ჭადრაკი სამისთვის" გათვლილია ინტუიციაზე და არა სტრატეგიაზე.

თამაშის მთავარი პრინციპი ასეთია - თუ გინდა მოწინააღმდეგის ფიგურა მოკლა, მეორეს უნდა მოელაპარაკო და ალიანსი შეკრა. სამიდან ორი მოთამაშე ერთის წინააღმდეგ კავშირს აყალიბებს.

დაფაზე უჯრები სტანდარტული ჭადრაკისგან გასხვავებით, ირიბია. აქ ორის წინააღმდეგ იბრძვი და სვლების პროგნოზირებას ვერ ახდენ. სამივე მოთამაშე არა ლოგიკას, არამედ ინტუიციას ეყრდნობა. დანარჩენი წესები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ ჭადრაკში.

მიუხედავად იმისა, რომ "ჭადრაკი სამისთვის" საკმაოდ მიმზიდველი ჩანს, უკრაინაში ჭადრაკის პროფესიონალი მოთამაშეები მას მაინც კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ჯერ არ არიან მზად ლოგიკა, სტრატეგია და ტაქტიკა ინტუიციით, გამოცანებით და შეთანხმებებით ჩაანაცვლონ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს