სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დი ქვეყ­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ ყვე­ლა სექ­ტორ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას

სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დი ქვეყ­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ ყვე­ლა სექ­ტორ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას

სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­შეწყ­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში შენ­დე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კას ახა­ლი თბო და ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე დას­რულ­და მე­ღო­რე­ო­ბის ულ­ტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფერ­მის მშე­ნებ­ლო­ბა. აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის სუ­ვე­რე­ნულ ფონ­დად გარ­დაქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უფ­რო დე­ტა­ლუ­რად, სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­და, რაც სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის მე­ნეჯ­მენ­ტში ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და სტრუქ­ტუ­რას თქვენ ჩა­უ­დე­ქით სა­თა­ვე­ში. რა შე­დე­გე­ბი გაქვთ და რა კონ­კრე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფონ­დმა?

გა­სუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დი, აქ­ტი­ვო­ბის და კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერ­თ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე სტრუქ­ტუ­რა იყო და ეს ტენ­დენ­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას და მიღ­წე­ულ შე­დე­გებს ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად დავ­ყოფ­დი: პირ­ვე­ლი - ფონ­დმა ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი გა­ნა­ვი­თა­რა და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ას­რუ­ლა კი­დეც, რომ­ლე­ბიც ჩვენს პორ­ტფელ­ში შე­დის და მე­ო­რე - მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ერ­და მე­ნეჯ­მენ­ტი იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რომ­ლებ­საც სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დი მარ­თავს. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა გახ­ლდათ ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ნეჯ­მენ­ტში, ასე­ვე ჯან­სა­ღი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ელე­მენ­ტე­ბის და­ნერ­გვა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი და, რაც მთა­ვა­რი­ა, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტე­ბი­სა და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბით. ჩვენ ეს პრო­ცე­სი უკ­ვე და­ვას­რუ­ლეთ და ეს კომ­პა­ნი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბენ.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­ექ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლი პრო­ექ­ტე­ბი და­ას­რუ­ლა სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დმა და რა პრო­ექ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა?

- სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დმა უკ­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ერ­თ-ერ­თია სას­ტუმ­რო ახალ­ცი­ხე­ში, რა­ბა­თის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ის მი­მაჩ­ნია რე­გი­ონ­ში სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­როდ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით დას­რულ­და. პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლად დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ჩვენ ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ამ პრო­ექ­ტი­დან გა­მოს­ვლა. ჩვენ სლო­ვა­კე­თის "ექ­სიმ­ბან­კმა" ჩაგ­ვა­ნაც­ვლა, ხო­ლო ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რი სლო­ვა­კუ­რი კომ­პა­ნია "ევ­რო­კო­მი" გახ­ლდათ. ინ­ვეს­ტი­ცი­ის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბა 5 მლნ აშშ დო­ლა­რით გა­ნი­საზღ­ვრა.

მე­ო­რე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ეს სფე­რო ბო­ლო წლე­ბია სე­რი­ო­ზულ ვარ­დნას გა­ნიც­დის, მსხვი­ლი, მას­შტა­ბუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში თეთ­რიწყ­ა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­და­ში აშენ­და მე­ღო­რე­ო­ბის ფერ­მა. აქაც შედ­გა სა­ხელ­მწი­ფოს და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სა­უ­კე­თე­სო სა­წარ­მო იქ­ნე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. აქ ჩვე­ნი თა­ნა­პარ­ტნი­ო­რი გახ­ლდათ კომ­პა­ნია "ჯე­ო­აგ­რო".

სა­წარ­მო უახ­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­კომ­პლექ­ტდა. 2013 წლის ნო­ემ­ბრი­დან ფერ­მა უკ­ვე და­იწყ­ებს ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მო­მა­რა­გე­ბას ღო­რის ხორ­ცით. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, ფერ­მა ღო­რის ხორ­ცის ბაზ­რის 15-20%-ს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს იქ­ნე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

ფერ­მის სა­წარ­მოო კომ­პლექ­სის პრო­ექ­ტი­რე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მო­წო­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Big Dutchman-ის მი­ერ, რო­მე­ლიც ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის მეცხ­ო­ვე­ლე­ო­ბის კომ­პლექ­სე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა­სა და მათ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. გე­ნე­ტი­კა მო­წო­დე­ბუ­ლია ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნია ACMC-ის მი­ერ, რო­მე­ლიც ასე­ვე ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მა­ღალ­პრო­დუქ­ტი­უ­ლი, სწრა­ფად მზარ­დი და მა­ღა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ნა­შე­ნე ღო­რე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. კომ­პა­ნია "კა­ლან­დას" მე­ღო­რე­ო­ბის ფერ­მა გან­ლა­გე­ბუ­ლია თეთ­რიწყ­ა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის სა­წარ­მოო ფარ­თო­ბი შე­ად­გენს 13 ჰა-ს.

ეს პრო­ექ­ტი სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის, კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და სა­ბან­კო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი­ა. ეს მა­გა­ლი­თი არის ნი­მუ­ში იმი­სა, თუ მო­მა­ვალ­ში რო­გორ უნ­და გან­ვი­თარ­დეს გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

- ამ­ჟა­მად რა პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დი?

- შენ­დე­ბა ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "რიქ­სო­რი" ლი­კან­ში. ეს არის ცნო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პლექ­სი. ამ პრო­ექ­ტში ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რია ყა­ზა­ხე­თის მხა­რე. პრო­ექ­ტის მთლი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 38 მლნ აშშ დო­ლა­რი.

ასე­ვე, შენ­დე­ბა ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნი" წი­ნან­დალ­ში, 16,8 მლნ აშშ დო­ლა­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბით.

ფონ­დი აგ­რეთ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს 2,3 მლნ აშშ დო­ლა­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბას ყვა­რელ­ში, ილი­ას ტბას­თან.

ფონ­დში უზარ­მა­ზა­რი მას­შტა­ბე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ენერ­გე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ ვმუ­შა­ობთ გარ­დაბ­ნის თბო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ეს პრო­ექ­ტი 230 მე­გა­ვა­ტი­ა­ნია და მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, 200 მი­ლი­ონ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა. თურ­ქულ მხა­რეს­თან, კერ­ძოდ კი "ჩა­ლიკ ჯგუფ­თან", ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე ვართ.

გარ­და ამი­სა, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს ჰიდ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არის ნენ­სკრა, ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რი ზე­მო სვა­ნეთ­ში. ეს იქ­ნე­ბა 210 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი, საკ­მა­ოდ მძლავ­რი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რი. ამ პრო­ექ­ტით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ციაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩვენ ვართ იმ სექ­ტო­რებ­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­აჩ­ნი­ა. ეს არის ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დი მუ­შა­ობს და მი­მაჩ­ნი­ა, რომ - წარ­მა­ტე­ბით. ის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლა ჩა­მო­გით­ვა­ლეთ, სწო­რედ ამა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

ფონ­დი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ახალ პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ენერ­გე­ტი­კულ პრო­ექ­ტებს.

- მინ­და გკითხ­ოთ სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის სუ­ვე­რე­ნულ ფონ­დად გარ­დაქ­მნის შე­სა­ხებ, რას გუ­ლის­ხმობს ეს ცვლი­ლე­ბა და რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი?

- ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია სამ­თავ­რო­ბო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მო­ნი­ტო­რინ­გსაც უწევს. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია მსოფ­ლიო ბან­კი და სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი. ეს ჯგუ­ფი ამ პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. გარ­და ამი­სა, ჩვენ და­ვი­ქი­რა­ვეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ა, რო­მელ­საც სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ჩემ მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა პრო­ცე­სი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში­ა. ვფიქ­რობთ, რომ ამ ზაფ­ხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­კრავთ პა­კეტს, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენ­ტში შე­ვალთ და შე­ვი­ტანთ ცვლი­ლე­ბებს კა­ნონ­პრო­ექ­ტებ­ში, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­პარ­ტნი­ო­რო ფონდს. სწო­რედ ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა მი­სი სუ­ვე­რე­ნულ ფონ­დად გარ­დაქ­მნა.

პრო­ცე­სი ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში­ა, ყო­ველ­დღე ახალ­-ა­ხა­ლი სა­მუ­შაო ელე­მენ­ტე­ბი ემა­ტე­ბა, ვი­ღებთ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ას ვა­კე­თებთ და ვფიქ­რობ, რომ შე­მოდ­გო­მი­სათ­ვის ამ პრო­ცესს და­ვას­რუ­ლებთ. ეს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შა­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- რა პრინ­ცი­პე­ბით იმუ­შა­ვებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დი?

- ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფონ­დი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­მიჯ­ნე­ბა მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ფუნ­ქცი­ე­ბი, იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი. და­ნერ­გი­ლი იქ­ნე­ბა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი სან­ტი­ა­გოს პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სუ­ვე­რე­ნულ ფონ­დთან მუ­შა­ო­ბა­ში.

- შეც­ვლის თუ არა სუ­ვე­რე­ნულ ფონ­დად გარ­დაქ­მნა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კას და ზო­გა­დად, სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დის სტრა­ტე­გი­ას?

- რა თქმა უნ­და, ეს არ არის მხო­ლოდ სა­ხე­ლის შეც­ვლა. ამ ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, რო­გორც ვახ­სე­ნე, ფონ­დი გახ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით გამ­ჭვირ­ვა­ლე და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კაც. ჩვენ უკ­ვე აქ­ტი­უ­რად ვსწავ­ლობთ იმ პრო­ექ­ტებს, რომ­ლებ­შიც პერ­სპექ­ტი­ვა­ში სუ­ვე­რე­ნუ­ლი ფონ­დი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- რაც შე­ე­ხე­ბა შექ­მნილ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორ აფა­სებთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და იმ შემ­ცი­რე­ბულ პროგ­ნო­ზებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ოს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი აკე­თე­ბენ? რას უკავ­შირ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ნე­ლე­ბა?

- მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია და გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბის შე­ნე­ლე­ბამ, რომ­ლე­ბიც წი­ნა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­თან იყ­ვნენ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. სწო­რედ მათ­თვის იყო ეს გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი გა­ურ­კვევ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. თუმ­ცა, გა­ვი­და თვე­ე­ბი და კერ­ძო სექ­ტო­რი მიხ­ვდა, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აპი­რებ­და მათ­თვის თა­მა­შის ახა­ლი წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბას. შე­დე­გად, ბიზ­ნეს­სტრუქ­ტუ­რებ­მა და მათ შო­რის ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა, გა­ნა­ახ­ლეს აქ­ტი­ვო­ბა.

დღეს უკ­ვე სხვა რე­ა­ლო­ბაა შექ­მნი­ლი - ბიზ­ნე­სი სა­ხელ­მწი­ფოს უხე­ში ჩა­რე­ვის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა. წი­ნა პე­რი­ოდ­ში ეკო­ნო­მი­კის თით­ქმის ყვე­ლა სექ­ტორ­ში სა­ხელ­მწი­ფო იყო მთა­ვა­რი ინ­ვეს­ტო­რი.

მარ­თა­ლი­ა, პირ­ველ კვარ­ტალ­ში ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემ­პი საგ­რძნობ­ლად და­ე­ცა, თუმ­ცა, აპ­რილ­ში ტემ­პმა მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა და 4%-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ასე რომ, მომ­დევ­ნო კვარ­ტალ­ში სი­ტუ­ა­ცი­ა, ჩე­მი აზ­რით, მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

- ზო­გა­დად, რო­გორ გე­სა­ხე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი - ბუ­ნებ­რი­ვი­ა, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სოს და ამით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ეწყ­ო­ბა ხე­ლი.

- ბიზ­ნე­სის წა­მოწყ­ე­ბის სი­მარ­ტი­ვე, ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­გა­და­სახ­დო რე­ჟი­მი, ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტიზ­მი, თა­მა­შის სა­ერ­თო წე­სე­ბი და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, აგ­რეთ­ვე კო­რუფ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა, და­ბა­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თი, სა­მუ­შაო ძა­ლის შე­და­რე­ბი­თი სი­ი­ა­ფე და სხვ. - არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის მიმ­ზიდ­ველს ხდის. ეს უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს და ამ გზით სვლა აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვანს წარ­მა­ტე­ბამ­დე.

მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ