მაღვიძარა, რომელიც დარბის

მაღვიძარა, რომელიც დარბის

დილით ადრე გაღვიძება მრავალ ადამიანს უჭირს. ხშირად, როდესაც მაღვიძარა რეკავს, ვთიშავთ და ძილს განვაგრძობთ. თუმცა, ამგვარად მაღვიძარას, სახელწოდებით "საათი" თავიდან ვერ მოიშორებთ. ბრიტანელმა სტუდენტმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, მაღვიძარა შექმნა, რომელიც მითითებულ დროს ადგილიდან იძვრის და სწრაფად გადაადგილდება.

მოძრაობისას მაღვიძარა ხმამაღლა "ყვირის" და ერთადერთი გზა მის გამოსართავად, უკან დადევნება და ღილაკზე თითის დაჭერაა. მოწყობილობას სპეციალური დიდი ზომის ბორბლები აქვს, რომლითაც ნებისმიერ ზედაპირზე მაღალი სიჩქარით მოძრაობს.

მაღვიძარა 40 გირვანქა სტერლინგი ღირს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს