რა სარგებლობა მოაქვს რეორგანიზაციას?

რა სარგებლობა მოაქვს რეორგანიზაციას?

ქუთაისის მერიაში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია უკვე შეფასდა პოლიტიკურ დევნად. დიმიტრი კოპალიანი კი, ქალაქის მერად არჩევის დღიდანვე აცხადებდა, რომ მერიაში დასაქმებულებს არ განიხილავდა როგორც ინდივიდებს და ცვლილებები მოხდებოდა იმის მიხედვით, საჭირო იყო თუ არა კონკრეტული შტატის არსებობა. რაც, მერის თქმით, თავის მხრივ, ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯს შეამცირებდა. თუმცა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გია უკლებას თქმით, რეორგანიზაციის შედეგად ადგილობრივმა თვითმმართველობამ არა შემცირებული, არამედ გაზრდილი შტატები მიიღო. რადგან, მერიაში ცვლილებების შემდეგ 16 სამსახურის ნაცვლად 18-ია, ამასთან, მერის მოადგილის შტატს ერთიც დაემატა და მერს ოთხი მოადგილე ეყოლება.

ამ ყველაფრის გათავლისწინებით ვარაუდობენ, რომ ქუთაისის მერიაში თანხების დაზოგვის მოტივით განხორციელებულმა რეორგანიზაციამ, შესაძლოა, ხარჯების გაზრდა გამოიწვიოს. ეყოფა თუ არა მერის მეოთხე მოადგილისა და ორი ახალი სამსახურის დაფინანსებას ის თანხა, რომელიც კადრების შემცირების შედეგად გამოთავისუფლდა, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა