ახალქალაქში ყოველი წვიმის შემდეგ სახლები იტბორება

ახალქალაქში ყოველი წვიმის შემდეგ სახლები იტბორება

ყოველი წვიმის შემდეგ, დამრეცი ქუჩისა და გაჭედილი საკანალიზაციო მილების გამო, ახალქალაქის აღამალიანის ქუჩაზე წყალი გუბდება და მოსახლეობას სახლებსა თუ სარდაფებში უვარდება. ადგილობრივები ამის მთავარ მიზეზად საკანალიზაციო მილს ასახელებენ, რომელსაც ხშირად საკუთარი ხარჯით წმენდენ.

"ზედა ნაწილში მცხოვრებ მეზობლებს ეს პრობლემა არ აქვთ, მთელი წყალი ჩვენთან ჩამოდის. ყოველ წელს გვიფუჭდება პროდუქტები. ფანჯრების დახურვასაც ვერ ვასწრებთ, ისეთი ნაკადით გვივარდება წყალი სახლში" - ამბობენ დაზარალებულები.

დატბორილი სახლების მცხოვრებლების თქმით, ახალქალაქის გამგეობას განცხადებით ყოველ წელს მიმართავენ, თუმცა პრობლემა მოუგვარებლად რჩება. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ირწმუნებიან, რომ განცხადება მხოლოდ ერთხელ მიიღეს და საჩივრის ადრესატებიც არ არიან.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა