შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა

შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა

შევარდნაძეების ყოფილი რძალი, 23 წლის პიანისტი თათია შარანგია ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული ქართველია და მას სანდრო ჰქვია. სანდროს შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. წყვილის ქორწილი ცოტა ხნის წინ გაიმართა. ქორწილის ამსახველ ფოტოებს თათია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფოტოები გამოქვეყნდა ასევე "ფეისბუქში" My wedding სახელით დარეგისტრირებულ გვერდზე.

თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია გახლდათ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია ოფიციალურად განქორწინებამდე ამერიკაში უცნობ ქართველთან ერთად ცხოვრობდა. თათიას რჩეული სანდრო, სავარაუდოდ, სწორედ ეს უცნობი ქართველია.

ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუარდი და წლინახევრის ალექსანდრე შევარდნაძეები. ბავშვები თბილისში იზრდებოდნენ და მათ რამდენიმე ძიძა უვლიდა.

თათია პიანისტი გახლავთ. სწავლობდა თბილისში, პარიზსა და აშშ-ის სხვადსხვა ქალაქებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. კონცერტებს პერიოდულად თბილისშიც მართავს.

თათიას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა - ბიზნესმენი. მერაბ, იგივე ტუკა შარანგიას გვარ-სახელი არაერთხელ გაჟღერებულა საინფორმაციო სივრცეში, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის. ძმები შარანგიები რუსეთის მოქალაქეები არიან და გავრცელებული ხმების მიხედვით, მათ ეკუთვნით წილები კომპანია "ბილაინში", საქართველოს რკინიგზაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, დეზერტირების ბაზარში, ასევე "ჯიემსი" ჯგუფში, რომელიც ცნობილ რესტორნებს აერთიანებს. იმასაც ამბობენ, რომ შარანგიებმა ბიზნესების და წილების გაყიდვა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყეს და პირველად გასართობი კომპლექსი "ქალაქური" გაყიდეს. ამავე ხმების თანახმად, საპატრიარქოს გვერდით მდებარე ეს კომპლექსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ შეიძინა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ”თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი