ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები ქალაქის ბალანსზე არარსებულ შენობებზე იხარჯება?

ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები ქალაქის ბალანსზე არარსებულ შენობებზე იხარჯება?

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისის სასწრაფო დახმარების შენობის ქალაქის მერიისთვის გადაცემის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს და  ქალაქის მერს, დიმიტრი კოპალიანს შენობის გადაცემისთვის ეკონომიკის სამინისტროს სახელზე მიმართვის შემუშავებაც მოსთხოვეს.

"აღსანიშნავია, რომ სასწრაფოს ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გაუგებარია, ქალაქის ბიუჯეტიდან რატომ დაიხარჯა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იმ შენობის რემონტისათვის, რომელიც ქალაქის ქონებას არ წარმოადგენს. სავარაუდოდ, შენობის გარემონტება კორუფციული გარიგებით მოხდა და ვიღაცამ ამით ისარგებლა", - განაცხადა ბრიფინგზე "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა