ქალს, რომელმაც ქმარს პენისი მოაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ქალს, რომელმაც ქმარს პენისი მოაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კალიფორნიის მაცხოვრებელს, რომელმაც ქმარს პენისი მოაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 50 წლის კეტრინ კიუს ვადამდელი გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ შეუძლია.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის ივლისში ქმრთან ნაჩხუბარმა კეტრინ კიუმ მეუღლეს სადილში საძილე აბი ჩაუყარა, შემდეგ კი ხელებით და ფეხებით საწოლზე მიაბა. მას შემდეგ რაც მამაკაცმა გაიღვიძა, ჯეტრინ კიუმ მას დანით პენისი მოაჭრა.

მოჭრილი ორგანო ქალმა სამზარეულოს ნიჟარაში დამონტაჟებული ნარჩენების სახეხში ჩადო, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახა.

დანაშაულის ჩადენის დროს მეუღლეები იყრებოდნენ: მსჯავრდებულის მეუღლემ განქორწინების საბუთები ინციდენტამდე ორი თვით ადრე შეიტანა.

29 აპრილს კეტრინ კიუ ქმრის წამებასა და დასახიჩრებაში დამნაშავედ სცნეს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს