ამერიკის პრეზიდენტთა წყევლა

ამერიკის პრეზიდენტთა წყევლა

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერები არიან ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის მთელი საუკუნე აშორებთ, ამ ორი ადამიანის ცხოვრება, ბედი და სიკვდილის გარემოებები საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

რეინკარნაციის შესახებ

აბრაამ ლინკოლნიც და ჯონ კენე­დიც განათლებით იურისტები იყვნენ, ორივე 46 წლის ასაკში გახდა კონგრესმენი. პრეზიდენტად ორივე... 60 წელს ნოემბერში აირჩიეს, თავთავიანთ საუკუნეებში, ცხადია, და ორივე, შეძლებისდაგვარად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და რასების თანასწორობისთვის იბრძოდა.

აბრაამიც და ჯონიც ოჯახში მეორე ბავშვები იყვნენ და სახელები პაპების პატივსაცემად დაარქვეს. უყვარდათ სარწეველა სავარძელი. ორივე 30 წელს გადაცილებული დაქორწინდა შავგვრემან მზეთუნახავზე და მათ სხვა თაყვანისმცემლები ჩამოაშორეს. მათი ცოლები თავისუფლად ლაპარაკობდნენ ფრანგულად და თეთრი სახლის ნამდვილი დიასახლისები გახდნენ.

ორივეს არჩევამდე დაეღუპა ორი შვილი ოთხიდან. ლინკოლნის ვაჟი მერი იუნისზე დაქორწინდა, ხოლო კენედის დას მერი იუნისი ერქვა. სახელგანთქმული პრეზიდენტების პირად ექიმებს ასევე ერთი სახელი ჰქონდათ - ჩარლზ ტაფტი. ლინკოლნის მეგობარსა და მრჩეველს უილიამ გრეჰემი ერქვა და კენედისაც ჰყავდა მრჩეველი ასეთივე სახელით.

ლინკოლნი ფორდის თეატრში, ნომერ მე-7 ლოჟაში მოკლეს. კენედის მაშინ ესროლეს, როცა მისი ავტომობილი "ფორდ-ლინკოლნი" (!) ესკორტში რიგით მეშვიდე მიემართებოდა. ორივე კეფაში ნასროლი ტყვიით, თავიანთი ცოლების თვალწინ დაიღუპა. და ბოლოს, ორივე მათგანი შეცვალეს ვიცე-პრეზიდენტებმა, რომელთა გვარიც ჯონსონი გახლდათ.

არ არის საკმარისი? კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ...

ლინკოლნის მკვლელი ჯონ ბუტი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, ამაში მას ვინმე ოსვალდი დაეხმარა. ამავე გვარს ატარებდა მოყვარული სნაიპერი, რომელმაც ჯონ კენედის ესროლა. თავდასხმის შემდეგ ბუტმა სასწრაფოდ დატოვა თეატრი და შემდეგ პატარა საწყობში დაიჭირეს, ხოლო უიღბლო მსროლელი ოსვალდი, თავის მხრივ, წიგნსაცავიდან გაიქცა და კინოთეატრში დააკავეს. ერთიცა და მეორეც დააპატიმრა პოლიციელმა გვარად ბეიკერმა. კილერთა ბედიც საოცრად ჰგავს ერთმანეთს: ისინი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. და უკვე სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ის, რომ ორივე პრეზიდენტის დაკრძალვაც წვრილმანებში ჰგავს ერთმანეთს. კენედის ისეთივე ლაფეტით, კატაფალკითა და წითელი ხის ისეთივე კუბოთი მიასვენებდნენ, როგორითაც თავის დროზე პრეზიდენტ ლინკოლნს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს