"მაიმუნისსახიანი" ორქიდეა

"მაიმუნისსახიანი" ორქიდეა

ორქიდეების ოჯახი ძალიან დიდია. ის დაახლოებით 2500 სახეობას ითვლის. ზოგჯერ ყვავილების ასეთ მრავალფეროვნებაში მართლაც ორიგინალური და გასაოცარი ორქიდეების აღმოჩენა შეიძლება.

მაგალითისთვის არსებობს უცნაური ყვავილი Dracula simia, ანუ იგივე "მაიმუნისებრი" დრაკულა. ამ ყვავლის თხელ ფოთლებზე საკმაოდ მკვთრადაა გამოსახული პატარა მაიმუნის სახე. მცენარეს დრაკულა იმიტომ დაარქვეს, რომ კიდეებში მას ორი ბასრი ფურცელი აქვს, რომლებიც დრაკულას ეშვებს მოგაგონებთ.

"მაიმუნისებრი" ორქიდეის ნახვა გაშლილ მდელოზე შეუძლებელია, ასე რომ მისი ხილვისთვის კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორის ხშირი ტყეების ნესტიან ადგილებში გამგზავრება მოგიწევთ. ამასთან, ორქიდეის ეს სახეობა მთაში, ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრის სიმაღლეზე ხარობს.

კოლექციონერებმა მისი ორანჟერეაში გახარება შეძლეს. დრაკულას ყავილობის რამდენიმე სეზონი აქვს, თუმცა ბუნებრივი პირობების ფარგლებში, შესაძლოა, მთელი წელიც კი იყვავილოს.

ამ უცნაურ ორქიდეას გარდა "მაიმუნის სახისა", კიდევ ერთი თავისებურება აქვს - ყვავილს ძალიან სასიამოვნო მწიფე ფორთოხლის სუნი აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს