ჩინელებს მხცოვანი მშობლების მონახულება დააკისრეს

ჩინელებს მხცოვანი მშობლების მონახულება დააკისრეს

ჩინელებს მხცოვან ნათესავებზე მზრუნველობა კანონით დააკისრეს. მხცოვანი ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დამცველი კანონის შესაბამისი რედაქცია ჩინეთში ძალაში 2013 წლის 1-ელ ივლისს შევიდა.

კანონი ითვალისწინებს, რომ შვილებმა ხშირად მოინახულონ მოხუცი მშობლები. თავის მხრივ, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, დაქირავებულნი საჭირო შვებულებით უზრუნველყონ. გარდა ამისა, ქვეყანაში მოხუცებულთა დღეა დაწესებული.

ჩინეთში ახალი ნორმის შემოღების მიზეზი ის არის, რომ მხცოვანი ადამიანების რაოდენობა იზრდება (2010 წელს მათი რიცხვი 178 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წლის მოსალოდნელი მაჩვენებელი 487 მილიონია) მათი ნათესავები კი მოხუცებზე სულ უფრო ნაკლებად ზრუნავენ. 

ჩინეთის მთავრობამ ყურადღება გაამახვილა ოჯახებში მშობლების ან მცხოვანი ნათესავების უფლებების დარღვევაზე. კერძოდ, 2013 წლის თებერვალში ხებეის პროვინციაში მოხუცმა მეუღლეებმა თავი მოიკლეს. ისინი ვაჟმა სახლის ახლოს პატარა ქოხში შეასახლა და თითქმის არ აჭმევდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს