დავით ზურაბიშვილი - 32 ოქტომბერს უნდა დაენიშნა საპრეზიდენტო არჩევნები

დავით ზურაბიშვილი - 32 ოქტომბერს უნდა დაენიშნა საპრეზიდენტო არჩევნები

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"32 ოქტომბერს უნდა დაენიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. მაგარი სეირი იქნებოდა: აქეთ კომენტარები "ხომ ვიძახდი გიჟია"-დან დაწყებული "ისევ დაგვცინის ეგ წყეული შეჩვენებული"-თ დამთავრებული, იქით "ტაბულას" უხერხული დუმილი და ალაგ-ალაგ გაპრავების მცდელობები - "აბსურდული სიტუაციისთვის ყურადღების მისაპყრობად პრეზიდენტი იყენებს პროცედურის აბსურდამდე დაყვანის ხელოვნებას", ან "აუ რა მაგრად დააქაქა ქოცებს" სტილში, საზღვარგარეთ კი "პრეზიდენტს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში დაბრუნდეს" ტიპის შეშფოთებები, პლუს ბრინჯივით დაბნეული პრიბალტები და ევროპის სახალხო პარტია. თან ისტორიაშიც შევიდოდა სამუდამოდ - ეგეთ რამეს ხომ ნაღდად არავინ იზამს მსოფლიოში? არ ჯობდა ახლა ეს ოთხ დღეს მობღაუჭებას?", - წერს ზურაბიშვილი.

გუშინ საპრეზიდენტო არჩევნების ორი თარიღი დასახელდა. თავდაპირველად პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ტარდება. დღის ბოლოს კი, საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა გამართა, რომლის თქმით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას და არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს