მაიკლ ჯორდანი ტელეწამყვანის შეცდენას ცდილობდა

მაიკლ ჯორდანი ტელეწამყვანის შეცდენას ცდილობდა

NBA-ს ლეგენდალური კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

MTV-ის ყოფილი ვარსკვლავი ლიზა კენედი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს, სადაც კალათბურთის მეფეს ცალკე თავი ეთმობა.

კენედი, როგორც ტელეწამყვანი, პოპულარული 90-იან წლებში იყო. როგორც ვარსკვლავი ამბობს, 1995 წელს ნიუ-იორკში მდებარე პრესტიჟულ ბარში Bowery Bar ბიზნეს მაგნატთან, რასელ სიმონსთან და მაიკლ ჯორდანთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. კენედი ირწმუნება, რომ ამ დროს ჯერ კიდევ ქალწული იყო და სპორტსმენი მის შეცდენას ცდილობდა.

"მოულოდნელად მაიკლმა მითხრა, თუ მატჩს მოვიგებ, სასტუმროში დაბრუნდები და ღამეს ჩემთან გაატარებო. შევთავაზე კამათელი გაგვეგორებინა, გამახსენდა, რომ ცოლი ჰყავდა - საბედნიეროდ მოვიგე და თავი დამანება", - ამბობს კენედი.

დასავლელი ჟურნალისტები MTV-ის ყოფილი ვარსკვლავის განცხადებით დაინტერესდნენ და ინფორმაციის გადამოწმება ჯორდანთან სცადეს. არც სპორტსმენი და არც მისი ოფიციალური წარმომადგენელი ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

მომზადებულია dailybignews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს