ძაღლის ექსკრემენტებს მათ პატრონებს ფოსტით გაუგზავნიან

ძაღლის ექსკრემენტებს მათ პატრონებს ფოსტით გაუგზავნიან

ესპანეთში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა მმართველობამ ქუჩის დაბინძურებასთან ბრძოლის უცნაურ ხერხს მიაგნო.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს ძაღლების იმ პატრონთა დაბეზღება შესთავაზა, რომლებიც შინაური ცხოველის გასეირნების შემდეგ, მათ მოსაქმებულს არ ასუფთავებენ. ახალი დადგენილებით, ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მათი ოთხფეხა მეგობრების ექსკრემენტებს შინ ფოსტით გაუგზავნიან.

შინაური ცხოველები მხოლოდ ქუჩებს არ აბინძურებენ, ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ კომპიუტერულ ტექნიკას. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შინაური ცხოველები ყოველწლიურად დაახლოებით, 3 მლრდ დოლარის კომპიუტერულ ტექნიკას აზიანებენ.

სპეციალისტებმა 1 წლის მანძილზე დაზიანებული 8 მილიონი ხელსაწყო დაითვალეს, ამასთან, დაახლოებით მესამედი იმ სმარტფონებმა შეადგინეს, რომლებიც ძაღლებს მორიგი სათამაშო ეგონათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს