გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ ასუფთავებს

გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ ასუფთავებს

გურჯაანში, ადმინისტრაციული შენობების დასუფთავების სამსახურის საქმიანობა დიდი ხანია კრიტიკის საგანია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თითქმის არცერთ ვალდებულებას არ ასრულებს. ყოფილი მერიის შენობის მეორე და მეოთხე სართულზე განთავსებული დაწესებულებების თანამშრომლების თქმით, დერეფნები და საპირფარეშოები არ სუფთავდება, რის გამოც, შენობაში ანტისანიტარიაა და მღრღნელებიც გაჩნდნენ. თუმცა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნოდარ გორხელაშვილის აცხადებს, რომ იმ შენობებში, რომლის მოვლა-პატრონობაც მას ტენდერით ევალება, ყველა სამუშაო ხარისხიანად სრულდება. 

შეგახსენებთ, ტენდერში ნოდარ გორხელაშვილის კომპანიამ 36 ათასი ლარით გაიმარჯვა. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ თანხით მუნიციპალური შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა და ხარისხიანად დასუფთავება ვერ მოხერხდებოდა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა