ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ

დაბა ასპინძაში, ადმინისტრაციული შენობის წინ 10 976 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც კულტურის სახლის ასაშენებლად იყო განკუთვნილი, 90 -იან წლებში მოსახლეობამ თვითნებურად დაინაწილა. მოსახლეობის ნაწილმა ტერიტორია სახნავ-სათესად აქცია, ნაწილმა კი ხეხილის ბაღი გააშენა. ადგილობრივები უნებართვოდ დაკავებული მიწების დაკანონებას წლებია უშედეგოდ ცდილობენ. თუმცა ცოტა ხნის წინ დაბაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მიწით მოსარგებლე ასპინძელები. "რაიონში მიწები თავიდანვე არასწორად გადანაწილდა. ზოგმა ჰექტრობით მიიღო, ზოგს კი საერთოდ არ შეგვხვდა, ამიტომ იძულებულები გავხდით, სადაც ვნახეთ მიტოვებული მიწის ნაკვეთი, ის დაგვემუშავებინა. 17 წელია ამ მიწას ვამუშავებთ და ახლა იძახიან უნდა გასხვისდესო. ჩვენს მიწებს უბრძოლველად არ დავთმობთ" - აცხადებენ ასპინძელები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა