ვერა ქობალია - ბევრს პარლამენტი ჩემი მეუღლის აშენებული ჰგონია

ვერა ქობალია - ბევრს პარლამენტი ჩემი მეუღლის აშენებული ჰგონია

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომ პარლამენტის შენობა მისი მეუღლის, დავით კურცხალიას აშენებულია. ამის შესახებ ქობალიამ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"დათო სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. "მაგი სტილში" სამშენებლო მხარეს მისი ძმა კურირებს, პარლამენტიც მან ააშენა, არადა, ბევრს პარლამენტი დათოს აშენებული ჰგონია, ამაზე ჩემს მეუღლეს ყოველთვის ეცინება. სანამ ჩვენი ურთიერთობა ცნობილი გახდებოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, გავიგე, რუს ოლიგარქს გაჰყევით ცოლადო და დათოს ვეუბნებოდი, ხედავ, რუსი ოლიგარქიც გახდი-მეთქი", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

საქართველოს პარლამენტის შენობა 2010-2012 წლებში კომპანია "მაგი სტილმა" ააშენა. პროექტი ესპანურ საპროექტო ბიუროს, CMD Ingenieros-ს ეკუთვნოდა.

იხილეთ ასევე: "სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია