მაგისტრალის გასხვისების გამო ბაკურციხელები სარწყავი წყლის გარეშე დარჩნენ

მაგისტრალის გასხვისების გამო ბაკურციხელები სარწყავი წყლის გარეშე დარჩნენ

სოფელ ბაკურციხის მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფლის სარწყავი სისტემის მილები 2009 წელს ეკონომიკის სამინისტრომ სარეალიზაციოდ აუქციონზე გაიტანა. აუქციონში მხოლოდ თურქული კომპანია "დიზლარ 2009'' მონაწილეობდა და შესაბამისად, სარწყავი სისტემაც ამ კომპანიის მფლობელობაში გადავიდა.

ბაკურციხელები სარწყავი წყლის მილების სოფლიდან გატანის შეწყვეტას ითხოვენ და ხელისუფლებისაგან დახმარებას ელიან. მათი განმარტებით, პირუტყვი სწორედ ამ სარწყავ წყალს სვამდა და ახლო მომავალში შესაძლოა, წყლის ნაკლებობის გამო პირუტყვი დაეხოცოთ. ისინი პრობლემის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში, ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. 

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა