აშშ-ში რესტორნების ყველაზე მავნე კერძი გამოავლინეს

აშშ-ში რესტორნების ყველაზე მავნე კერძი გამოავლინეს

აშშ-ის რესტორნების ყველაზე ცუდ კერძად ზეთში შემწვარი თევზი აღიარეს.

კერძს სახელად "დიდი დაჭერა" წრაფი კვების ობიექტების ქსელ Long John Silver’s-ში ყიდიან. მისი ერთი ულუფა 33 გრამ ტრანს-ცხიმებს და 3700 მილიგრამ ნატრიუმს შეიცავს. ამასთან, ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის რეკომენდაციით, ადამიანმა ერთ დღე-ღამეში 2 გრამზე მეტი ტრანს-ცხიმები და 1500 მილიგრამზე მეტი ნატრიუმი არ უნდა მოიხმაროს.

სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CSPI — Center for Science in the Public Interest) ხელმძღვანელმა, მაიკლ ჯეიკობსონმა განაცხადა, რომ "დიდი დაჭერა" ადგილს "ზღვის ფსკერზე" იმსახურებს.

"ეს კომპანია იდელურ ჯანსაღ თევზს იღებს და მას ჰიდროგენიზებული სოიოს ზეთის სქელი ფენით ფარავს, რომელიც შეწვისას გამოიყენება",- განაცხადა ჯეიკობსონმა და დასძინა, რომ მსგავსი კვების შედეგი "გულის შეტევაა".

თევზი "ფასტფუდთან" შედარებით მცირე რაოდენობის (1320) კალორიას შეიცავს, მაგრამ სისხლძარღვებისთვის ძალიან მავნეა. გარდა ამისა, თევზი შემწვარი ხახვის რგოლებით იყიდება, რომელიც, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, სამჯერ მეტ ტრანს-ცხიმებს შეიცავს, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული.

Long John Silver’s-ს, რომელიც მსოფლიოში სწრაფი მომსახურეობის თევზის რესტორანების ყველაზე დიდი ქსელია, CSPI-ის კვლევის შედეგებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია Agence France-Presse

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს