ეკა ჭიჭინაძე - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და ღრმა ადამიანია

ეკა ჭიჭინაძე - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და ღრმა ადამიანია

ეკა ჭიჭინაძეს ძლიერ ქალად თავისი დედამთილი სოფიკო ჭიაურელი მიაჩნდა, მაგრამ თავადაც საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა. 17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი მალე დაენგრა. იმ პერიოდის გახსენება არც სურს. სამაგიეროდ, მისი და ნიკუშა შენგელაიას ქორწინებიდან მალე ოცი წელი გახდება. მართალია, მეუღლეს თავის დროზე ცოლობა არ უთხოვია, მაგრამ წლებია ბედნიერად ცხოვრობენ და საერთო შვილი, 15 წლის გიორგი ჰყავთ. ეკა ბოლო დროს ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე და ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პრემიერის მეუღლესთან გადაღებული რამდენიმე ფოტოც აღმოვაჩინეთ.

- ბავშვობაში არსად არ მიშვებდნენ, დედა ლამის სკოლაშიც კი დამყვებოდა. შინაგანად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი, მაგრამ ამის გამომჟღავნების საშუალება არ მქონდა. სკოლის ბანკეტზეც კი დედა გამომყვა. უმცროსი და მყავდა, მას რატომღაც ასე არ ზღუდავდნენ. საერთოდ, მკაცრი მშობლები არ მყავდნენ, მაგრამ სახლიდან ჩემს გასვლაზე დიდი ამბავი იყო. ალბათ ამის მიზეზს მე ვაძლევდი, ცოტა ცელქი ვიყავი, უყურადღებო. ჩანთა სკოლაში მრჩებოდა ხოლმე (იცინის).

- პროფესია როგორ შეარჩიეთ?

- მე რომ მიმეღო გადაწყვეტილება, ალბათ, მუსიკოსი გამოვიდოდი, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენს დროს მეცხრე კლასიდან ლექტორებთან ვემზადებოდით ჩასაბარებლად. ქართულში უნივერსიტეტის პროფესორთან ვემზადებოდი და მან მირჩია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან კარგად ვწერდი. ხათრით ჩავაბარე, სულერთი იყო სად ჩავაბარებდი, თორემ ისე მუსიკოსობა მინდოდა. როგორც ყველა ბავშვი, მუსიკაზე მეც დავდიოდი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. ახლა ძალიან მწყდება გული, ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი პროფესია ის იქნებოდა, რომ კარგად დამეკრა.

- ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი ხართ და ახლოს იცნობთ პრემიერის ოჯახს.

- ბიძინა ივანიშვილის ოჯახს უდიდეს პატივს ვცემ. მე ისინი ოქტომბერში ცნობილი განცხადების შემდეგ გავიცანი, თუმცა მანამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ამ ადამიანმა გადაარჩინა ხელოვნება და ასაკოვანი მსახიობები, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ოთხმოცი პროცენტი, რაც წინა ხელისუფლებამ მიითვისა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია.

- მის მეუღლეს საკმაოდ ახ­ლოს იცნობთ, რამდენიმეჯერ ერთადაც გამოჩნდით.

- ეკა არაჩვეულებრივი გოგოა, ამას მთელი გულით ვამბობ.

- რა თემებზე საუბრობთ შეხვედრისას?

- ყველა ნახვაზე ვიცინით, სასაცილო რაღაცებს ვყვებით. მასაც ძალიან უყვარს სიცილი. კეთილშობილი ადამიანია. ჭკვიანი, განათლებული და ღრმა. საერთოდ, ვერიდები ფოტოების გადაღებას, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ეკასთან ერთად გადაღებული ფოტოები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"პოლიტიკაში ყოფნა, ეკას კი არა, ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს!" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახურ ცხოვრებაზე ეკა ხვედელიძის მეგობარი

"არ მიყვარს შენი "ენჯეოები" - ევროპელი ანალიტიკოსი წერს, რომ ქართველ მესაზღვრესთან აეროპორტში პრობლემები შეექმნა

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება