ავტოსამრეცხაო, სადაც მანქანის გარეცხვა 100 000 ევრო ღირს

 ავტოსამრეცხაო, სადაც მანქანის გარეცხვა 100 000 ევრო ღირს

კომპანია The Ultimate Shine-ის მფლობელი პოლ უილკინსი ძვირადღირებული ავტომანქნების მფლობელებს ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს. ავტოსამრეცხაოში მანქანის გარეცხვა 100 000 ევრო ღირს.

თანხა ახალი ლუქს კლასის ავტომობილის ღირებულებას უტოლდება, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრ მდიდარ ადამიანს არ ენანება 100 000 ევრო იმისთვის, რომ მისი ექსკლუზიური ავტომობილი, როგორც იტყვიან "ბოლო ჭანჭიკამდე" პრიალებდეს. 

პოლ უილკინსი აცხადებს, რომ მისი კომპანიის საქმიანობა არაა განკუთვნილი საშუალოსტატისტიკური მძღოლისთვის, რომელსაც ჰყავს "ფორდი" და მანქანას საკუთარი სახლის ავტოფარეხში აჩერებს. ის მხოლოდ მდიდარ ადამიანებთან და ავტომობილის ფანატ კოლექციონერებთან თანამშრომლობს, რომლებიც მანქანებს სადემონსტრაციო დარბაზებში ინახავენ.

შესაბამისად ამ ადამიანებს სურთ, რომ მათი საყვარელი "სათამაშოები" იდეალურად გამოიყურებოდნენ. კლიენტების ვინაობას პოლი არ ამჟღავნებს, მაგრამ ამბობს, რომ წელიწადში 3-4 მანქანას რეცხავს.

მანქანის ექსკლუზიური გასუფთავების ეტაპები ასეთია: თავდაპირველად პოლი და მისი თანამშრომლები ავტომობილის ყოველ კვადრატულ დიუმს აპრიალებენ და ყველა დეტალს ასწორებენ. ამას შესაძლოა ერთი თვეც კი დასჭირდეს. შემდეგ ავტომობილი სპეციალური გამწმენდი საშუალებით იწმინდება, რათა მანქანაზე გამწმენდი მასალის ერთი ლაქაც არ დარჩეს. ამის შემდეგ კი ჯერი ცვილით დამუშავებაზე დგება. ცვილი უილკინს სპეციალურად ჩამოაქვს ბრაზლიიდან და მისი ფასი 65 000 ევროა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს