"არაგვი ჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება

"არაგვი ჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება

კომპანია "ენერგო არაგვი" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა გუდაურის მიმდებარედ "არაგვი ჰესის" მშენებლობას 2013 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატს შეადგენს. ჰესი წლიურად 50 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ზამთრის თვეების განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული დეფიციტის შევსებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ზაფხულის პერიოდში კი, კომპანიას შესაძლებლობა ექნება გამომუშავებული ელექტროენერგია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანოს.

გარდა ჰესისა, იგეგმება 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობაც. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტზე დღეისთვის რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით ჰესის მშენებლობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ინვესტორმა ვალდებულებები დროზე ადრე შეასრულა და ახალი ჰესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ