თამარ ჩერგოლეიშვილი - 4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო

თამარ ჩერგოლეიშვილი - 4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან 6% ეკონომიკური ზრდის შესახებ გააკეთა.

" "ვფიქრობთ, 4,5%-5%-ს მიღწევა კიდევ არის შესაძლებელი. ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა საჭირო, მათ შორის, უნდა შეწყდეს ის უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო. რაც შეეხება უარყოფით პიარს:

1. პირველ რიგში, პრემიერმა უნდა შეწყვიტოს დავოსში და სხვა ეკონომიკურ ფორუმებზე, სააკაშვილის ავადმყოფური ზიზღის გამო, იმაზე ლაპარაკი, რომ ქართული ეკონომიკის წარმატება სიცრუის შედეგი იყო და მსოფლიო ბანკი და სხვა საფინანსო ორგანიზაციები სიცრუის მსხვერპლები არიან.

2. მკაფიო უნდა გახადოთ თქვენი საფინანსო პოლიტიკა, თავი დაანებოთ ენერგოტარიფების რყევას, გაანებოთ თავი საწვავის ბიზნესს, "ჩაარწმუნოთ" პრემიერ მინისტრი, რომ ბიზნესმენებს არ უნდა უბრძანოს "საბაზრო ფასებთან" მიახლოება.

3. უნდა მორჩეს პრემიერი იმის მტკიცებას, რომ საქართველო ტერორისტების ბუდეა.

4. უნდა მორჩეს პოლიტიკური ოპონენტების დევნას "სამართლიანობის აღდგენის" სახელით - როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის პრობლემების სამეულშიც კი არ შედის მისი დაჩემებული ე. წ. სამართლიანობის აღდგენა - ხალხს სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ჯანდაცვა ანაღვლებს.

5. უნდა მოაშთოს ხუხაშვილი.

6. უნდა დაითხოვოს მთავრობა და კვალიფიციური ხალხი დანიშნოს მინისტრებად.

7. უნდა გამოსწორდეს კრიმინოგენული ვითარება - საშინელება ხდება. ცოტა ხანში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას.

8. უნდა შეწყვიტოთ ისეთი იდიოტური ინიციატივებით გამოსვლა, როგორიცააა მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა.

9. უნდა დაისაჯოს 17 მაისის და სხვა ტიპის ძალადობრივი კერების შემქმნელები.

და ა. შ.", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს