საქანელა უფსკრულის პირზე

საქანელა უფსკრულის პირზე

ექსტრემალური გართობის მოყვარულები ეკვადორში, ქალაქ ბანოსში მიდიან, რათა მსოფლიოში ყველაზე საშიშ საქანელაზე იქანაონ.

ადგილობრივები საქანელას "მსოფლიოს დასასრულთან ქანაობას" ეძახიან. ხეში სახლია აშენებული და ეზოში, მთის კიდეზე - საქანელა. საქანელა დიდ მანძილზე მიექანება და სიმაღლიდან ღრმა ხეობისა და მთების თავზე ექცევით. 

"ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თქვენს გარშემო სრული სიცარიელეა. თუ გეშინიათ და ექსტრემალი არ ხართ, ამ ადგილას მისვლას არ გირჩევთ", - ამბობენ ადგილობრივები.

საქანელას არ აქვს უსაფრთხოების ღვედები - ქვემოთ ძალიან ღრმა ხევია. როგორც წესი, საქანელასთან გრძელი რიგია მაშინ, როდესაც წვიმს, ან ხეობაში ნისლია ჩამოწოლილი.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს