რა­ტომ აშ­ფო­თებთ სომ­ხებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა

რა­ტომ აშ­ფო­თებთ სომ­ხებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტის გა­მო სომ­ხუ­რი ღვი­ნო რუ­სეთ­ში კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ფე­ხის მო­კი­დე­ბას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს, არა­და, ვა­პი­რებ­დით სამ­ჯერ გაგ­ვე­ზარ­და ჩვე­ნი ღვი­ნის ექ­სპორ­ტი", - აცხ­ა­დებს სო­მეხ მეღ­ვი­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ავაგ არუ­თი­ნი­ა­ნი. ამ სა­კითხ­სა და ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ენო­ლო­გი, მეღ­ვი­ნე გი­ორ­გი სა­მა­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სომ­ხუ­რი ღვი­ნო დი­დი ოდე­ნო­ბით მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, მათ შო­რის რუ­სულ­ზე, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რუ­სეთ­ში მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა ქარ­თულ ღვი­ნო­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო და არის; თუმ­ცა, რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი იმ­დე­ნად დი­დი­ა, იქ ად­გი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის­თვი­საც არის და სომ­ხუ­რის­თვი­საც, რა­ში უნ­და შე­უ­შა­ლონ ხე­ლი ერ­თმა­ნეთს? ასე რომ, შფოთ­ვა უად­გი­ლო­ა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სომ­ხურ ღვი­ნოს ნამ­დვი­ლად არ შე­ა­ვიწ­რო­ებს. თუ სომ­ხუ­რი მხა­რე ღვი­ნის ექ­სპორ­ტის 3-ჯერ გაზ­რდას იმის ხარ­ჯზე აპი­რებ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი ნი­შა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ახ­ლა ისე თა­ვი­სუფ­ლად ვე­ღარ იმოქ­მე­დე­ბენ, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ბა­ზარ­ზე ქარ­თულ ღვი­ნო­ზეც იქ­ნე­ბა მოთხ­ოვ­ნა და სა­ვა­რა­უ­დოდ, სომ­ხურ­ზეც; რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი მზარ­დი­ა, პირ­ველ წელს, რო­ცა იქ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო აღარ შე­ვი­და, ზო­გა­დად მოხ­მა­რე­ბაც და­ბა­ლი იყო, შემ­დეგ იმ­პორ­ტი გა­ი­ზარ­და და შე­და­რე­ბით ია­ფი ღვი­ნის სეგ­მენ­ტი ჩი­ლე­დან შე­მო­ტა­ნილ­მა სას­მელ­მა და­ი­კა­ვა.

- ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით თუ არი­ან კონ­კუ­რენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ღვი­ნო­ე­ბი?

- ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სა­შუ­ა­ლო და შე­და­რე­ბით მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი­ა, ანუ ძვი­რია იაფ­ფა­სი­ან ეს­პა­ნურ და ჩი­ლეს ღვი­ნოს­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა, ფრან­გულ ღვი­ნო­ზე ია­ფი­ა. უც­ნო­ბი­ა, რა სა­ფა­სო სეგ­მენტს იკა­ვებს სომ­ხუ­რი ღვი­ნო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. სომ­ხე­თი­დან ღვი­ნის ექ­სპორ­ტი მცი­რე­ა, ის უფ­რო კო­ნი­ა­კის ექ­სპორ­ტზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, გა­დამ­წყვე­ტია არა ფა­სი, არა­მედ ის, რომ რუ­სეთ­ში მე­ტი მოთხ­ოვ­ნაა ქარ­თულ ღვი­ნო­ზე, სომ­ხუ­რი ღვი­ნის მყიდ­ვე­ლი კი ნაკ­ლე­ბი­ა.

- სომ­ხუ­რი მხა­რე აცხ­ა­დებს, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე გარ­გა­რი­სა და ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნის შე­ტა­ნას აპი­რებს... რო­გო­რია ამ ღვი­ნის ხა­რის­ხი?

- გარ­გა­რის ღვი­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად მეს­მის, ბრო­წე­უ­ლის ე.წ. ღვი­ნო სომ­ხეთ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა, მას იყი­დის ის, ვი­საც ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნო უყ­ვარს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნოს არ ყი­დუ­ლობს. სომ­ხეთ­ში საკ­მა­ოდ კარ­გი ბრო­წე­უ­ლი მო­დის და მის ღვი­ნო­საც სპე­ცი­ფი­კუ­რი გე­მო აქვს...

- ბო­ლო ხანს რამ­დე­ნი­მე სო­მეხ­მა მეც­ნი­ერ­მა კვლავ გა­ნაცხ­ა­და, რომ თურ­მე რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის სომ­ხურ ღვი­ნოს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სად ასა­ღე­ბენ... იქამ­დეც კი მი­ვი­და საქ­მე, რომ ზო­გი­ერ­თმა ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა თქვა - "ხვანჭკარა" სომ­ხუ­რი ღვი­ნო­ა­ო.

- ხვან­ჭკა­რა ად­გი­ლის, სოფ­ლის სა­ხე­ლი­ა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სომ­ხუ­რი იყოს? ხომ ვერ ვიტყ­ვით, ერე­ვა­ნი ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა­ა­ო?.. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ფე­რავს", ეს უფ­რო ქარ­თულ­-სომ­ხუ­რი ხუმ­რო­ბის, შე­ჯიბ­რის სფე­როა და სხვა არა­ფე­რი. რა თქმა უნ­და, "სა­ფე­რა­ვი" წმინ­და ქარ­თუ­ლი ჯი­შის ღვი­ნო­ა, მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა, გე­ნე­ტი­კა კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი. ვა­ზის ჯი­ში - სა­ფე­რა­ვი ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის სი­ა­მა­ყე­ა, მსოფ­ლიო დო­ნის ბრენ­დი. კარ­გად და­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ფე­რა­ვი ყვე­ლა ენო­ლოგს მოს­წონს და ფრან­გუ­ლი "კა­ბერ­ნე-­სო­ვი­ნი­ო­ნის", "შარ­დო­ნეს" გვერ­დით აყე­ნე­ბენ... სა­ფე­რა­ვის სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბა ჭო­რის დო­ნე­ზეც კი ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი­ა, ალ­ბათ, ხუმ­რო­ბით ით­ქვა, ან შე­საძ­ლო­ა, იგუ­ლის­ხმეს, ყვე­ლა ღვი­ნო სომ­ხე­თი­დან, არა­რა­ტის მთი­დან იღებს სა­თა­ვე­სო. ამას მხო­ლოდ იუ­მო­რით თუ შე­ხე­დავ...

- სო­მე­ხი მეც­ნი­ე­რე­ბი აქ­ცენტს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნილ სა­მარ­ხზე აკე­თე­ბენ, სა­დაც მარ­ნის ნაშ­თსაც მი­აგ­ნეს...

- სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჩვ. წ. აღ­-მდე მე-4 ათას­წლე­უ­ლის სა­მარ­ხი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-­მეღ­ვი­ნე­ო­ბის ნაშ­თით, მა­რა­ნი ღვი­ნის ნაშ­თი­თა და ვა­ზის წიპ­წე­ბით, თუმ­ცა, ეს სა­ფე­რავ­თან თუ ვა­ზის სხვა ქარ­თულ ჯი­შებ­თან არა­ფერ კავ­შირ­ში­ა.

- თქვე­ნი აზ­რით, და­ცუ­ლია თუ არა დღეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ვაჭ­რო ნი­შა­ნი, ხო­ლო მზა პრო­დუქ­ცია - ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის­გან?

- ამ­ჟა­მად 18 ქარ­თუ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო, სა­მარ­კო ნი­შა­ნია და­ცუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის: "ხვან­ჭკა­რა", "ქინ­ძმა­რა­უ­ლი", "მუ­კუ­ზა­ნი", "ტვი­ში", "წი­ნან­და­ლი", "ა­ხა­შე­ნი". ეს სა­მარ­კო ნიშ­ნე­ბი და­ცუ­ლია იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რუ­სეთ­ში კი, ბო­ლო ხანს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვის გა­მო, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­ცუ­ლი. ამ­ჟა­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბა წარმოებს 6 და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის დაც­ვა-­რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე, რომ იქ ვე­რა­ვინ და­ა­რე­გის­ტრი­როს, მა­გა­ლი­თად, სა­ვაჭ­რო ნი­შა­ნი "ქინ­ძმა­რა­უ­ლი", რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუთ­რე­ბა­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბას, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ორი­ვე მხა­რემ უნ­და იაქ­ტი­უ­როს, რად­გან თუ რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში "ხვან­ჭკა­რას" ჩა­მო­ას­ხა­მენ, ამით რუ­სუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც და­ირ­ღვე­ვა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ