რატომ დაიბარეს ოზურგეთის გამგებელი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თბილისში

რატომ დაიბარეს ოზურგეთის გამგებელი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თბილისში

ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია თბილისში დაიბარეს. მათი სასწრაფოდ დაბარების მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო დროს ოზურგეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები გახდა. კოტე შარაშენიძეც და დავით დარჩიაც თბილისში ჩასვლას ადასტურებენ. დარჩიას თქმით, ის დედაქალაქში პირად საქმეზე ჩავიდა, შარაშენიძე კი აცხადებს, რომ არსად არ ყოფილა დაბარებული და ყველაფერი რიგზეა.

შეგახსენებთ, რომ კოტე შარაშენიძის გადადგომის მოთხოვნით ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ აქციები იმართება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა