ჩინეთის სანაპირო მწვანე წყალმცენარეებით დაიფარა

ჩინეთის სანაპირო მწვანე წყალმცენარეებით დაიფარა

ჩინეთის ქალაქ ცინდაოს სანაპირო და ყვითელი ზღვა მწვანე წყალმცენარეებით დაიფარა.

მუშებმა მიწიდან უშველებელი მცენარეები ამოთხარეს. თავდაპირველად მწვანე წყალმცენარეების მცირე რაოდენობა ერთი კვირის წინ გაჩნდა, დღეს კი ქალაქის მთელი სანაპირო დაიპყრო.

"ეს უცნაური ფენომენი გარემოს ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა, მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით არ შეგვიძლია", - ამბობს ჩინეთის უნივერსიტეტის (Ocean University of China) პროფესორი ბაო ხიანუიენი.

წყალმცენარეები ზღვის წყლის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება. ადგილობრივებიც სანაპიროზე ნებივრობას და ზღვაში ცურვას განაგრძობენ. წყლიდან უკვე ამოიღეს 7, 335 ტონა წყალმცენარე - ტერიტორიის გაწმენდა გრძელდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს