ნუკა გვალია - "აქ შოუ-ბიზნესი ჯერ არც დაბადებულა და არ ვაპირებ ჩავლპე ამ ჭორის და ბოღმის ბუდეში"

ნუკა გვალია - "აქ შოუ-ბიზნესი ჯერ არც დაბადებულა და არ ვაპირებ ჩავლპე ამ ჭორის და ბოღმის ბუდეში"

ტელეპროექტს "საქართველოს ვარსკვლავის" ყოფილი მონაწილე ნუკა გვალია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კონკურსის შედეგების "ჩაწყობასთან" დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს პასუხობს და წერს, რომ პროექტის შედეგით გახარებულია. მომღერალი დისკის ჩაწერას და კლიპის გადაღებას, ასევე კარიერის საზღვარგარეთ აწყობას აპირებს.

"ბევრის კომენტარი და პმ მოწერილი წავიკითხე, უსამართლობა არის თუ უსამართლობა არ არის, ეგ უკვე მე მაგრად არ მაინტერესებს, ჩემო მეგობრებო :)) ყველაზე ყველაფერი 100% კარგად ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ თბილისია პატარა, ჰოდა, რას ვამბობდი, მე მიხარია ის, რაც მოხდა, თან ძალიან, არც დაბოღმილი ვარ, არც არსად ცუდს ვწერ და არც დავწერ იმიტომ, რომ არა ვარ ეგეთი ადამიანი, რაც შეეხება დისკის ჩაწერას, მაგას მაინც ვაპირებ, კლიპსაც ვაპირებ, ლონდონში მე წამსვლელი არ ვიყავი, ალბათ იმიტომ, რომ ქმარი მყავს და ორსულად ვარ... თან ნამდვილად არ მინდა ხმის დამუშავება... მეზარება : )) ისევ ჩემით მირჩევნია .... ხოდა კიდე, ვინ ვისი ვარსკვლავია მე არ მიკითხია და საერთოდ ეგეთი წინადადება არ დამიწერია, თქვენ აზრებს რო მიფრქვევთ, მე მადლობას ვუხდიდი "ჩემს გულშემატკივრებს" და ვინც არ იყავით ჩემი გულშემატკივრები, საერთოდ რა გინდათ ჩემ ვოლზე? : )) იცით რა არის? მე მაინც აქ გამჩერებელი არავარ : ))) რაის საქართველო ... აქ შოუ-ბიზნესი ჯერ არც დაბადებულა, სამწუხაროდ : ) და არ ვაპირებ ჩავლპე აქ ჭორის და ბოღმის ბუდეში : )) მე ეგეთი არავარ და ვერც ეგეთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ახლა მივმართავ ჩემებს, მიყვარხართ და კიდევ ბევრჯერ უღრმესი მადლობა ყველას თითოეული ზარისთვის, თითოეული თბილი სიტყვისთვის, მიყვარხართ ძალიან და ახლა იმ ბოღმებმა მითხარით აბა? როდესაც ენრაოდენობა ადამიანები მწერენ და წერენ გინდა პირადში, გინდა კომენტარებში, რომ "ნუკ შენ ვარსკვლავზე მეტი ხარ", ამის მერე არ მახატია პირველობის სტატუსი? : ))))))))))))))) და გადახედეთ ჩემს ინტერვიუებს, სადაც მეკითხება ჟურნალისტი, "რატომ გადაწყვიტე "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობის მიღება?, "მე ვპასუხობ, "მაინტერესებდა, ხალხი როგორ მიმიღებდა და თუ მოეწონებოდათ ჩემი ნამღერი. როდესაც უამრავი გაღიარებს, მანდ უკვე ნებისმიერი პირველობის სტატუსი კარგავს ფასს ჩემთვის და ახლა თამამად ვამბობ, მე ის მივიღე, რის გამოც მონაწილეობა მივიღე "საქ. ვარსკვლავში" : ) მე მაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, სითბო, პატივისცემა, აღიარება და ამაზე მაგარი არაფერი არ არის. ხო, ისე კიდე იტყვით კვალიაშვილი საქმეს უწყობდაო? : )) its fucking funny you know? : ))", - წერს ნუკა გვალია.

1 ივლისს მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. სამმა ფინალისტმა: ნინა სუბლატმა, ნუკა გვალიამ და მარიკო ლეჟავამ ორ-ორი სოლო-სიმღერა შეასრულეს. 80 ათასზე მეტი ზარიდან მაყურებლის რჩეული და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელი ნინა სუბლატი გახდა.

იხილეთ ასევე: ეკა კვალიაშვილი - "რუსთავი 2"-ის არ არის საქართველოს ვარსკვლავი?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს