დედოფლისწყაროს გამგებელმა სოფლის მუსლიმი რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა

დედოფლისწყაროს გამგებელმა სოფლის მუსლიმი რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა

დედოფლისწყაროს გამგებელმა, ირაკლი შიოლაშვილმა სამთაწყაროს მეზობელი სოფლის ფიროსმანის რწმუნებული თეიმურაზ მურვანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც მურვანიძემ განაცხადა, მისი გათავისუფლება რელიგიური ნიშნით მოხდა. მას სოფელ ფიროსმანში მცხოვრებ მუსლიმთა წინამძღვართან ახლო ურთიერთობა აქვს და სამთაწყაროში მუსლიმების მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს.

"ფიროსმანში მოსახლეობის 80% მუსულმანია, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ვართ. ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შიდა დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ამას ჯერ აშკარად არ გამოხატავენ. ორშაბათს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ თათბირზე, რომელსაც სოფლის რწმუნებულები ვესწრებოდით და სამთაწყაროში არსებულ რელიგიურ დაპირისპირებას განვიხილავდით, მე ჩემი აზრი გამოვთქვი. რამდენიმე რწმუნებულმა ჩემი მხარე დაიჭირა, რის შემდეგაც გამგებელმა მოგვთხოვა, განცხადებები დაგვეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. მეც დავწერე და მათაც დაწერეს, იმიტომ რომ მშვიდად მინდა ცხოვრება და არ მინდა, გარეთ რომ გავალ, ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს", - აცხადებს თეიმურაზ მურვანიძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა