5 ივლისს ბიკინის დღე აღინიშნება

5 ივლისს ბიკინის დღე აღინიშნება

5 ივლისი ბიკინის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 67 წლის წინ, ფრანგმა დიზაინერმა ლუი რეარდმა სანაპიროს მოდაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ქალბატონებს მაქსიმალურად თამამი საცურაო კოსტუმის ”ბიკინის” მორგების საშუალება მისცა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი დიზაინერი სულაც არ იყო ნოვატორი: მან უბრალოდ საბოლოო სახე მისცა ჟაკ ჰაიმის შექმნილ საცურაო კოსტუმს სახელად "ატომს". რეარდს არასდროს დაუმალავს, რომ შთაგონება სწორედ მისგან წამოვიდა. მისი საცურაო კოსტუმის სარეკლამო სლოგანი ასე ჟღერდა: "ბიკინი - გაყოფილი ატომი".

"ბიკნის" სახელი ატოლ ბიკინის (ბიკინის ატოლი წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულებში მდებარეობს) პატივცემად დაერქვა. ატოლზე 4 დღით ადრე აშშ-მა ატომური იარაღის გამოცდა მოაწყო. სარეკლამო სლოგანი პარალელს ავლებდა ბიკინის დიზაინსა და ატომის დაშლას შორის.

დაახლოებით 10 წელი დასჭირდათ ევროპელ ქალებს, რომ სანაპიროზე ბიკინი ჩეცვათ. ერთ-ერთი ნოვატორი ბრიჯიტ ბარდო გახდა. კოლეგას არ ჩამორჩენია არც მერლინ მონრო და იტალიური კინოს ლეგენდა სოფი ლორენი.

ამერიკელმა ქალებმა გაყოფილი საცურაო კოსტუმის ჩაცმა მხოლოდ 1965 წლიდან დაიწყეს. ხოლო ესპანეთი თავს 1980-იან წლებამდე იკავებდა. დღეისთვის კი ბიკინი სანაპიროების ერთპიროვნული ლიდერია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს