ირაკლი კაკაბაძეს პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი არ მოსწონს

ირაკლი კაკაბაძეს პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი არ მოსწონს

უფლებათა დამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატებს იწუნებს.

"საპრეზიდენტო არჩევნებში არც ნაცების და არც "ქართული ოცნების" კანდიდატი არანაირ სიმპათიას არ იწვევს - ერთი ნეხვის ორი ნაწილია. შუაში უბრალოდ ურემმა გადაიარა. მე პირადად არც ერთ მათგანს არ დავუჭერ მხარს. სხვა კანდიდატს მოვძებნი. სოციალური საკითხი არც ერთ მათგანს არ აღელვებს და ასეთი მონობა, რომელიც ქვეყანაშია. მართლა ახალი სისხლი სჭირდება ამ ქვეყანას - ეს ნეხვი მთლიანად უნდა მოსცილდეს", - წერს კაკაბაძე.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენები 27 ოქტომბერს გაიმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს