ინდოეთში ახალშობილი გოგონა ცოცხლად დამარხეს

ინდოეთში ახალშობილი გოგონა ცოცხლად დამარხეს

ინდოეთის შტატში, მადჰია-პრადეში ტყეში ნახევრად დამარხული ახალშობილი ადგილობრივმა ფერმერებმა იპოვეს - ჩვილი ქსოვილში იყო გახვეული. ახალშობილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ცხვირიდან და პირიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ბავშვი სავარაუდოდ იმიტომ მიატოვეს, რომ გოგონაა.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვილი ოჯახმა, ან ახლობელმა მიატოვა და სასიკვდილოდ გაწირა. უკვე გამოვითხოვეთ სამშობიაროში მითითებული ჩანაწერები. აშკარაა, რომ ახალშობილის გაწირვის მიზეზი სქესია. თუმცა, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადეს სამართალდამცავებმა.

ინდოეთში სუსტი სქესის დისკრიმინაცია მათ დაბადებამდე, ჯერ კიდევ საშვილოსნოში ხდება. ინდოეთის სამშობიაროებში იმ ქალებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვინც ბიჭზეა ფეხმძიმედ. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს