გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში შეხ­ვდე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ სას­მი­სებს, თა­მა­დის მოთხ­ოვ­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის სადღ­ეგ­რძე­ლებ­ლად ან უბ­რა­ლოდ - გა­მორ­ჩე­უ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბის­თვის დი­დი ზარ­ზე­ი­მით რომ გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ ხოლ­მე სუფ­რას­თან. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი, მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გი­ერ­თი მო­ქე­ი­ფის­თვის ხში­რად სუფ­რის და­სას­რუ­ლის მა­უწყ­ე­ბე­ლიც კი გამ­ხდა­რა. სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნა­ხუ­ლი სას­მი­სე­ბი უმე­ტეს­წი­ლად, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას ან ადა­მი­ანს უკავ­შირ­დე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აც აქვს. დღეს რამ­დე­ნი­მე მათ­განს "გა­გაც­ნობთ".

მა­რი­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე: - აზარ­ფე­შა, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ში ინა­ხე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 200 წლი­საა და ჩე­მი ბა­ბუ­ის­გან, რა­ფი­ელ დვა­ლის­გან დაგ­ვრჩა, მა­ნამ­დე კი მის ბე­ბი­ას - აღა­ფი გე­ლო­ვანს ეკუთ­ვნო­და. ბე­ბია აღა­ფი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და მომ­ლხე­ნი ქა­ლი ყო­ფი­ლა, რა­საც აზარ­ფე­შას წარ­წე­რაც ადას­ტუ­რებს: "ა­ზარ­ფე­შა ვარ სირ­მი­სა, სას­მე­ლი წით­ლის ღვი­ნი­სა, ჩე­მი პატ­რო­ნი აღა­ფი მოყ­ვა­რუ­ლი არს ლხი­ნი­სა". ფაქ­ტი­ა, სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის შეკ­ვე­თით და­უმ­ზა­დე­ბი­ათ ეს სას­მი­სი.

- ამ აზარ­ფე­შით ოჯახ­ში რა სადღ­ეგ­რძე­ლოს სვამთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, გა­მორ­ჩე­ულ­სა და გან­სხვა­ვე­ბულს... მა­გა­ლი­თად, ჩე­მი დი­სა და ჩემს ქორ­წი­ლებ­ში ნე­ფე-­დე­დოფ­ლის სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბი ამით შე­ის­ვა. სხვა­თა შო­რის მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სას­მი­სი­ა, რად­გან მას­ში ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ღვი­ნო ეტე­ვა.

- ამ უზარ­მა­ზარ ყან­წზე რას იტყ­ვით?

- ეს ყან­წი და­ღეს­ტნუ­რი ხა­რის რქის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ბა­ბუა რა­ფი­ელს, რო­გორც კარგ ცხე­ნო­სანს, დოღ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ნიშ­ნად და­ღეს­ტან­ში აჩუ­ქეს. ამ ყან­წით და­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. მას­ში ორ­ლიტ­რა­ნა­ხე­ვა­რი ღვი­ნო ჩა­დის და რაც მახ­სოვს, არც არა­ვის და­უც­ლი­ა. ერ­თა­დერ­თი, ბა­ბუ­ას დე­და­ჩე­მის ქორ­წილ­ში ერ­თი ჭი­ქა ჩა­უს­ხამს და ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის სადღ­ეგ­რძე­ლო ასე შე­უს­ვამს.

შო­რე­ნა იაშ­ვი­ლი: - ეს თი­ხის "ნი­კო­რა" ერთ დროს მაწ­ვნის ქი­ლა ყო­ფი­ლა, ჩე­მი დე­დამ­თი­ლის მა­მის დრო­ინ­დე­ლია - ალ­ბათ, იმ­ხა­ნად ამით ყიდ­დნენ მა­წონს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­მა მე­უღ­ლემ, მი­ში­კო იაშ­ვილ­მა გან­სხვა­ვე­ბულ სას­მი­სად აქ­ცი­ა, მი­ში­კოს და­ღუპ­ვის შემ­დეგ კი რე­ლიკ­ვი­ად ვი­ნა­ხავთ. მი­ში­კო და მი­სი მე­გობ­რე­ბი კარ­გი მსმე­ლე­ბი იყ­ვნენ და ვე­რა­ფე­რი ათ­რობ­დათ. უკ­ვე სას­მე­ლიც რომ ელე­ო­დათ, ჩე­მი მე­უღ­ლე და­მი­ძა­ხებ­და: შო­რენ, ნი­კო­რა­ო! და სას­წრა­ფოდ ეს ქი­ლა უნ­და გა­მე­ტა­ნა. ამ მო­მენ­ტში მის მე­გო­ბარ "ტუ­ლი­კას" - მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს სა­ხე აე­რე­ო­და ხოლ­მე, - იცო­და, "ნი­კო­რა" ბო­ლოს მო­უ­ღებ­და (ი­ცი­ნის). სულ ნატ­რობ­და, ნე­ტავ, გატყ­დე­სო, მაგ­რამ რომ არ ტყდე­ბო­და? თა­ნაც, რომც გა­ტე­ხი­ლი­ყო, მე­ო­რე ეგზემ­პლა­რიც არ­სე­ბობ­და. "ნი­კო­რა" თით­ქოს მიყ­ვარ­და კი­დეც - სუფ­რის დამ­შლე­ლი იყო. მი­ში­კოს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ "ტუ­ლი­კამ" მთხო­ვა და ერ­თი ეგ­ზემ­პლა­რი ვა­ჩუ­ქე, დღეს მი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სას­მი­სია და მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლო­დაც იქ­ცა.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს