ემუქრება თუ არა ქუთაისის ბიუჯეტს სეკვესტრი?

ემუქრება თუ არა ქუთაისის ბიუჯეტს სეკვესტრი?

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ქუთაისის ბიუჯეტმა შესაძლოა, სეკვესტრი განიცადოს. მერიის საფინანსო-სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებული 5 თვის მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ხარჯსა და შემოსავლებს შორის საგანგაშო დისბალანსია. ყველაზე პრობლემური სფერო, რომელიც ბიუჯეტის საერთო გეგმის შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არაფინანსური აქტივების ანუ თვითმმართველობის ბალანსზე არსებული მიწისა და უძრავი ქონების გაყიდვიდან დაგროვილი თანხის დეფიციტია.

"დაახლოებით ორ კვირაში დავდებთ 6 თვის მონაცემებს, რაც ძალიან მძიმე იქნება, რადგან გაჩერებულია ტენდერები, ინფრასტრუქტურული პროექტები, პრობლემებია სათამაშო აპარატების ნაწილშიც. გეგმა ვერ შეასრულა დასუფთავების სამსახურმა. ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ კიდევ შეუძლია "გადაარჩინოს" ბიუჯეტი. მალე გაიაროს ბიუროკრატიული პროცესები და ინფრასტრუქტურული პროექტები აამოქმედოს", - ამბობს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა