"მამუკა ხვედელიანმა ერთადერთი შვილი დამიხვრიტა" - კიდევ ერთი საქმე პროკურატურაში

"მამუკა ხვედელიანმა ერთადერთი შვილი დამიხვრიტა" - კიდევ ერთი საქმე პროკურატურაში

ბორჯომში 22 წლის რევაზ არუცევის შემზარავი მკვლელობა 2010 წელს მოხდა. მას 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გავრცელებული ინფორმაციით, არუცევი პოლიციას თვალში არ მოსდიოდა. მას ხშირად იბარებდნენ განყოფილებაში და ამას ბორჯომის პოლიციის სამორიგეოში იმით ხსნიდნენ, რომ ის "მოძველბიჭო" იყო. მოკლულის ოჯახის წვერების თქმით, არუცევს საკონტროლო ტყვია პირადად მამუკა ხვედელიანმა ესროლა. რევაზ არუცევის ოჯახი დღემდე ითხოვდა მკვლელობის გამოძიებას. მაგრამ აღნიშნეული საქმე თაროზე შემოდეს, ოჯახის წევრებს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი პოლიციასთან შეტაკების დროს მოკლეს და ამ ყველაფერში დამნაშავე თვითონ იყო.

"2010 წლის 18 აგვისტოს მამუკა ხვედელიანმა ჩემი ერთადერთი შვილი დამიხვრიტა. მაშინ ის პოლიციის უფროსი იყო და სერგო სამსონიძესა და გიორგი ინასარიძესთან ერთად იმყოფებოდა. ამ სამმა ადამიანმა მომიკლა ერთადერთი შვილი. ჩემი შვილი კრიმინალად გამოაცხადეს და საქმე თაროზე შემოდეს. მკვლელების და მოძალადეების ბანდა გაათავისუფლეს, აი ეს მოხდა ახლა. ვისთან მივსულიყავით, მერაბიშვილთან, ხვედელიანთან თუ ადეიშვილთან? იმ ხალხთან, ვინც ჩემი შვილის დახვრეტის ბრძანება გასცეს? ვერანაირ სამართალს მე ვერ მივაღწიე. ახლა განცხადება  არჩილ კბილაშვილის სახელზე მაქვს შეტანილი და დაწყებულია გამოძიება. დიდი იმედი მაქვს არჩილ კბილაშვილის", - აცხადებს მოკლულის დედა, მზია კურტანიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა