თინა ხიდაშელი - მიყვარს ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ წიგნების უფასოდ მიცემით თაობა დარჩება გაუნათლებელი

თინა ხიდაშელი - მიყვარს ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ წიგნების უფასოდ მიცემით თაობა დარჩება გაუნათლებელი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი უფასო სახელმძღვანელოების თემას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"მე მიყვარს ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ წიგნების უფასოდ მიცემით თაობა დარჩება გაუნათლებელი და მანამდე განათლების და წიგნის ხარისხი ყვაოდა საქართველოში :(((", - წერს ხიდაშელი.

წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სექტემბერში მოსწავლეებს წიგნები საკუთარ სკოლებში დახვდებათ. ამ ეტაპზე სამი მილიონი (60%) სასკოლო სახელმძღვანელოა უკვე დაბეჭდილი.

საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი 18 ივნისს დაიწყო. სახელმძღვანელოთა 50% ზესტაფონის, ქობულეთის, აბაშის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს უკვე გადაეცათ. სახელმძღვანელოთა საჭირო რაოდენობის 50-50% გადაეცა თბილისის 44 საჯარო სკოლას.

სკოლებისათვის წიგნების გადაცემა ყოველდღიურ რეჟიმში, ხარვეზების გარეშე ხორციელდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს