ბრაზილიელი მუსიკოსი სცენაზე მოკლეს: მაყურებელმა მკვლელობა ვიდეოზე გადაიღო

ბრაზილიელი მუსიკოსი სცენაზე მოკლეს: მაყურებელმა მკვლელობა ვიდეოზე გადაიღო

ბრაზილიაში ცნობილი მუსიკოსი სცენაზე მოკლეს. ოცი წლის მომღერალი დანიელ პელეგრინი, რომელიც ცნობილია სასცენო ფსევდონიმით MC Daleste, ქალაქ კამპინასში (სან-პაულოს შტატი) შაბათს ღამეს ჩაცხრილეს.

მკვლელობის მომენტში დარბაზი, სადაც კონცერტი მიმდინარეობდა, მაყურებლით იყო სავსე, ბევრი მათგანი წარმოდგენას ვიდეოზე იწერდა. მოგვიანებით ერთ-ერთი ასეთი ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ვიდეოს კადრში, MC Daleste სცენის კიდესთან დგას და მღერის. უეცრად იგი წაიხრება და უკან ვარდება. მუსიკა მაშინვე წყდება, კოლეგები კი კალეგრინის დასახმარებლად მირბიან. 

ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. ამასთან, MC Daleste-ის ფანები სოციალურ ქსელში წერენ, რომ იგი შეუწყნარებლობის მსხვერპლი გახდა.

მომზადებულია Ultimo Segundo-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს